logo
ENG



კობაიძე: არჩილ გაგნიძე საზოგადოების ნაწილმა გაასამართლა და დახვრეტაც კი მიუსაჯა

11 აგვ 202018:24
3 წუთის საკითხავი
 
კობაიძე: არჩილ გაგნიძე საზოგადოების ნაწილმა გაასამართლა და დახვრეტაც კი მიუსაჯა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გაასამართლა.

ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" კობაიძე ამბობს, რომ პროკურატურაზე საზოგადოებრივმა აზრმა მოახდინა ზეგავლენა. 

"სანამ ბრალს წარუდგენდნენ მას, საზოგადოების ნაწილმა ბრალიც წარუდგინა, გაასამართლა კიდევაც და დახვრეტაც კი მიუსაჯა. 

საზოგადოების აზრი გარკვეულწილად მოქმედებს პროკურატურაზე. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პროკურატურა ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციაზე უარი თქვა, რომ ესაუბრა. მან ისაუბრა პოლიტიკურად გაჯერებულ ვერსიაზე", - ამბობს ადვოკატი.  

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია "ტოიოტა ქემრის" მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.

close დახურვა