logo

კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი კავშირშია ციხის კადრებთან, მას ორდენი ეკუთვნის

26 ოქტ 202012:20
3 წუთის საკითხავი
clock 7 clock 905
wonvj43phczzuit.jpg

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ვანო ჩხარტიშვილი იყო და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ბიზნესმენსს ორდენი ეკუთვნის.

კობახიძის თქმით, სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეში 12-ჯერ არის სიკვდილიანობა შემცირებული.

"თუ რაიმე კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მას მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის. ორდენის გადაცემის მიზნით, უნდა დაიკითხოს (ჩხარტიშვილი), უნდა გამოვკითხოთ მიუძღვის თუ არა დამსახურება და გადავცეთ ორდენი", - განაცხადა კობახიძემ. 

ტვ პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ერთმანეთს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და 2012 წელს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ფიგურანტი ლადო ბედუკაძე ესაუბრებიან. ჩანაწერის თანახმად, ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მას კადრების გავრცელების პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ჩხარტიშვილის თქმით, ე.წ. ციხის კადრების კონკეტული ტელევიზიით გავრცელება პირადად ჰქონდა აღებული.



close დახურვა