logo
ENG



კობახიძემ მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიანიჭა

21 აპრ 202615:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/21/7436w3qynv12u9v.png

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, სუს-ის უფროსს მამუკა მდინარაძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

ეს მდინარაძისთვის სუს-ის უფროსის პოზიციაზე დანიშვნიდან მიღებული რიგით მე-7 წოდებაა.

მანამდე:

2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიენიჭა;

23 ოქტომბერს - "უფროსი ლეიტენანტის" წოდება;

25 დეკემბერს - "სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის";

26 დეკემბერს - "სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის";

9 მარტს - "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის";

8 აპრილს - "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის".


close დახურვა