logo
ENG



კობახიძე: ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას

18 ნოე 202101:00
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას

ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ომბუდსმენისთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას".

"ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ, ბუნებრივია, სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი ინტერესი". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ სახალხო დამცველი წარსულშიც არაერთხელ დაადანაშაულა მიკერძოებაში და მისი მანდატიც დააკნინა.

კობახიძე ნინო ლომჯარიას მიმართ გაღიზიანებას გამოხატავს, რადგან სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა უფლების დარღვევაზე ლაპარაკობს.

9 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის". 

მან ეჭვი შეიტანა ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების კომპეტენციაშიც. 


close დახურვა