ამ ძალებს [გლობალური ომის პარტიას] აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე, აშშ-ზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ეს შეიძლება ძალიან ცალსახად ითქვას. არის ძალიან სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება.
[...] ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, გვინდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს, სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე, მეორე სუბიექტზე.