logo
ENG



კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი

11 აგვ 202613:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/11/n2sh9reia37dp3l.jpeg

გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი. თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იყო რაღაც უარყოფითი კომენტარები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბარამიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე გადახედეთ მათი პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას – სრული იგნორი. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ესენიც მიჰყვებიან გარე დაკვეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა