„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირველი ნომრობა ივანიშვილისვე გადასაწყვეეტია, რადგან ის პარტიაში "ნომერ პირველია".
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრობას, ეს მისი გადასაწყვეტია. ის არის პარტიის თავმჯდომარე და თუ გადაწყვეტს, ის იქნება სიის პირველი ნომერი. პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია ეს, რადგან ის არის ნომერ პირველი პარტიაში, ის არის პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სიის ნუმერაციაზე ჯერ არ უმსჯელიათ.