პარლამენტის ყოფილი თავმჯდმარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კობახიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მაჟრიტარი დეპუტატების რეაქცია კანონპროექტთან დაკავშირებით, გასაკვირი არ იყო.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ მოიპოვებს გამარჯვებას. მე ვფიქრობ, ეს არის გარდაუვალი. ჩვენ ყველასთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს, ძალიან მალე გვექნება სურათი, როგორ წარსდგება ჩვენი გუნდი. პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე განცხადება გაკეთდა ივნისის ბოლოს, თუ არ ვცდები, 4 დღეში მოხდა კანონის ინიცირება, თუმცა საბოლოო ჯამში როცა დაიწყო კანონის განხილვა, 40-მდე დეპუტატი დაუპირისპირდა ამ კანონპროექტს. ეს არის რეალური მოცემულობა - იყვნენ დეპუტატები, უმეტესად დეპუტატები, რომლებსაც არ სურდათ საკუთარ მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ეს იყო კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა ამ დეპუტატების ინტერესებს და მათი რეაქცია არც იყო გასაკვირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდა.