logo
ENG



კობახიძე: მარნეულში ახლა ნაც. მოძრაობის ორი განშტოება აქციას აწყობს, ეს დანაშაულია

22 აპრ 202015:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ამ წუთებში მარნეულში მიმდინარე აქციის ორგანიზატორობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაადანაშაულა.

„ვიდრე პრეზიდენტი ესწრება სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, როდესაც საუბრობდა მთავრობის წარმომადგენელი, ამასობაში მარნეულში ნაც.მოძრაობის ორი განშტოება აწყობს ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული. ჩვენ უნდა გაავფრთხილოთ ისინი, რომ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამ წუთებში მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვს. რამდენიმე ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად აქციაზე პროდუქტი მიიტანა და გაანადგურა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული და იმის გამო, რომ პროდუქტს ვერ ყიდიან, გადახდას ვერ ახერხებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ.


close დახურვა