logo
ENG



კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის დასუსტება თუ გაგრძელდა, ქვეყანა პოლარიზაციას თავს დააღწევს

15 იან 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის დასუსტება თუ გაგრძელდა, ქვეყანა პოლარიზაციას თავს დააღწევს

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "თუ რადიკალური ოპოზიციის დასუსტება გაგრძელდება, ქვეყანამ შეიძლება პოლარიზაციას თავი დააღწიოს".

კობახიძე იმედთან ამბობს, რომ რადიკალიზმის ხარისხის შემცირების გასაღები "სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დასუსტებაშია".

"დღეს რეალურად, არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია, ეს პროცესი თუ გაგრძელდება (და მე მგონია, რომ აუცილებლად გაგრძელდება), ამ შემთხვევაში ქვეყანამ საბოლოოდ შეიძლება დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით.

რადიკალიზმის ხარისხის შემცირება არის მნიშვნელოვანი და ამის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დასუსტებაში, რასაც ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული", - თქვა მან.


close დახურვა