logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი ქვეყნის არევაა, საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია

29 დეკ 202223:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/1m0wiqf1432wnog.png

სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია წმინდა პოლიტიკური კამპანიაა, პიარული კამპანია, და ამ კამპანიას აქვს ზუსტად იგივე მიზანი, რა მიზანიც ჰქონდა მის საქართველოში ჩამოყვანას - იგივე ადამიანები აგორებენ ამ კამპანიას, ვინც თავის დროს უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა საქართველოში. მაშინაც მიზანი იყო იგივე, ქვეყანაში ვითარების არევა და ამის საბოლოო კულმინაცია იყო მეორე ფრონტი და ახლაც სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა და ისევ აქაც საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია. ამას არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე, ამას ვამბობთ კონკრეტული ინფორმაციისა და პროცესების საფუძველზე, რომლებმაც გაიარა მათ შორის კულისებში. არა მხოლოდ საჯარო სივრცეში, არამედ ქართული პოლიტიკის კულისებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრინციპული უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში, არ უდნა ავყვეთ პოლიტიკურ კამპანიას, არ უნდა ავყვეთ პიარულ კამპანიას და რაც მთავარია არავის არა აქვს უფლება განახორციელოს პოლიტიზებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რისი მცდელობაც არის ახლა ნაცმოძრაობის და მისი მხარდამჭერების მხრიდან.


close დახურვა