logo
ENG



კობახიძე: ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ 2016 წლის შედეგის 49% აღების საშუალება გვაქვს

10 მარ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას მიერ „ედისონ რისერჩისთვის“ დაკვეთილ კვლევას აფასებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კვლევა აქვს, სადაც სულ სხვა რეალობაა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევის შედეგები ალოკაციით და ალოკაციის გარეშე. ეს კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია მინიმუმ გავიმეოროთ ის შედეგი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა. მაშინ 49% ავიღეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შედეგის გამეორებისა და გაუმჯობესების საშუალება გვაქვს, ეს არის ჩვენი რეალობა“, - აცხადებს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ „ედისონ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა (89%) არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

მათგან 29% თქმით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა;

17% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას";

 6% - „ევროპულ საქართველოს";

 4-4% კი, „ლეიბორისტულ პარტიას" და „პატრიოტთა ალიანსს";

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: „ლელო" – 3%; „სამოქალაქო მოძრაობა", „ახალი საქართველოსთვის" და „დემოკრატიული მოძრაობა" – 2-2%; „გირჩი" - 1%

ასევე თითო პროცენტი აქვთ  კახა კუკავას , „თავისუფალ საქართველოს", ეკა ბესელიას პარტიას „სამართლიანობისთვის" და ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებულ საქართველოს";

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.


close დახურვა