logo
ENG



კობახიძე ენმ-ზე: ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან

17 მარ 202121:31
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ენმ-ზე: ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები"ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.". 

კობახიძის აზრით, ეს მაშინ ხდება, "როცა პარტია მძიმე მდგომარეობაში ვარდება". 

ასე ირაკლი კობახიძე დღეს მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა - ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ნიკა მელიას პლაკატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

კითხვაზე, თავად ენმ-მ ჩაიდინა თუ არა ეს, კობახიძე პასუხობს: 

"რატომაც არა, რატომაც არა. სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ესროლოს ნაციონალური მოძრაობის ოფისს. იმისთვის გააკეთეს, რომ ნაცმოძრაობის პლაკატი დაჭრეს და ნაცმოძრაობას ებრძვის ქართული ოცნება. სისულელეა". 

ნაციონალური მოძრაობის ოფისსა და ნიკა მელიას ბანერს დღეს, 17 მარტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მათი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არ მიუმართავთ, გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. უწყების ცნობით, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.


close დახურვა