ზოგადად, პრეზიდენტი ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე 4 წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, მათ შორის, მისი დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ. გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ, არის აბსოლუტურად შეცვლილი. 4 წლის თავზე მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივად ხვდება ამ ადამიანებს, ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორ მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს, იმ ოჯახებს, რომლებსაც უშუალოდ მიადგა უმძიმესი ფორმით ზიანი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. რატომ მომივარდითო არ ეუბნება ნაცმოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლებს, პირიქით, იქით ეპატიჟება პრეზიდენტის რეზიდენციაში. როდესაც შენი საპრეზიდენტო საქმიანობის 4 წლის თავზე რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენაა. თუმცა, არ ვიცი, ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ნუ ამის იქით, ბუნებრივია, მე არ შევალ და ვერც შევალ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
კობახიძე ზურაბიშვილზე: მისი ნეგატიური დამოკიდებულება ენმ-ის მიმართ აბსოლუტურად შეცვლილია
30 დეკ 202200:28
3 წუთის საკითხავი