"ქართული ოცნების" პრემიერი პოლიტიკიდან გასულ მამუკა მდინარაძეზე საუბრისას ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, მაგრამ უშეცდომო არავინაა ღმერთის გარდა.
ის თუ რა შეცდომა დაუშვა მდინარაძემ ამას კობახიძე არ აკონკრეტებს.
კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, კობახიძემ თქვა, რომ ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.
"მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ... უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული...
მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის...", - თქვა კობახიძემ.
