logo
ENG



კობახიძე მე-6 დღეა მოძალადე ძალოვნებს მადლობას უხდის

04 დეკ 202414:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/cslm2dn23uz2v4p.jpg

ირაკლი კობახიძე მე-6 დღეა მადლობას უხდის მოძალადე პოლიციელებს, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის და პროპორციული ქმედებისთვის", - განაცხადა მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თითქმის ერთი კვირაა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. განსაკუთრებით მასშტაბურია თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები, რომელთა დასარბევადაც შსს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს იყენებს. თუმცა ამის პარალელურად შსს აკავებს და ფიზიკურად ძალადობს აქციის მონაწილეებს, რისი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულების დიდ ნაწილს სახისა და სხეულის ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებათ.


close დახურვა