logo
ENG



კობახიძე ოპოზიციის ლიდერებზე "თავდასხმის რისკებზე" საუბრობს

04 სექ 202411:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/vy0993wm60jm6q4.png

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ლიდერებზე "თავდასხმის რისკებზე" საუბრობს. 

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ ოლიგარქ ივანიშვილის "უსაფრთხოებაზე" საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ "თავდასხმის რისკის ქვეშ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც" არიან.

"უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება"- თქვა კობახიძემ.

 


close დახურვა