logo
ENG



კობახიძე ოცნების საარჩევნო სიას სუს-ის ხელმძღვანელთან, ლილუაშვილთან ათანხმებს

27 ივლ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი პარტიის ყოფილი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე პარტიის პროპორციულ ჩამონათვალს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გიორგი ლილუაშვილთან ათანხმებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები კი ისევ ბიძინა ივანიშვილია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს ივანიშვილს ახალი სახეების შეკრება უჭირს, ამიტომ სიაში მოქმედი ჩინოვნიკები იქნებიან, განახლება კი სახელისუფლებო ექსპერტების ხარჯზე მოხდება. პირველ ნომრად კი სულ რამდენიმე კანდიდატია, მათ შორის თავად ბიძინა ივანიშვილი, ეს ცოტა ხნის წინ არც პრემიერმა გამორიცხა. 

„ფორმულას" ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე უარი საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა პირმა თქვა.

 


close დახურვა