ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მაგრამ შეგახსენებთ, თუ რა იყო ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა. მათი გზავნილი იყო, რომ [სააკაშვილისთვის] დღეები იყო დარჩენილი - ამას ,დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ამბობდნენ. დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა.
ადამიანი, რომელიც, ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს პოლიტიკაში არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობას მასში. ამას თავად მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ ახლა მისი მდგომარეობა სერიოზულადაა გაუმჯობესებული.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის დამამცირებელი მდგომარეობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი სააკაშვილი არ არის ციხეშიც კი, ის არის კლინიკაში, ორ-ოთახიან პალატაში. შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, ხოლო სააკაშვილი ორ-ოთახიან პალატაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფება. მე ამით დავითრგუნებოდი, მორალური შეხედულებიდან გამომდინარე. არ ვიცი რამდენად ითრგუნება სააკაშვილი.