logo
ENG



კობახიძე სახდეპზე: თუ ვინმეს სასამართლოს კრიტიკა სურს, მტკიცებულებები წარმოადგინოს

13 აპრ 202212:19
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სასამართლო სისტემის კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ "ამის მტკიცებულებები არაა". 

"სასამართლოზე ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები და არა ზოგადი განცხადებები. ყოველ ჯერზე ამას ვითხოვთ, თუმცა არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში. ამაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ხორციელდება სასამართლო რეფორმა, ამ კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ თუ ვიუნმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, თუ ნებისმიერი სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში წერს, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს:

  • სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ;
  • თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელთაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა;
  • პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ;
  • ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ;
  • მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდული პატივისცემის შესახებ;
  • ლგბტ თემის მიმართ ძალადობის შესახებ. 

საქართველოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება.

 


close დახურვა