logo
ENG



კობახიძ: მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ უცხოურ გავლენასთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება

07 თებ 202611:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/07/8utw9x2xrkm61ie.png

ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით.

„იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.


close დახურვა