პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ფორმულას ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
"გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა", - განაცხადეს კლინიკაში.
დავითაშვილს ბეხტერევის დაავადება ჰქონდა. ბოლო რამდენიმე დღე დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
