logo
ENG



კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინათ

13 ივლ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 
awpwxrkl4rxcrhy.jpg

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის კობა კობალაძის შვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. 

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კობალაძესთან ერთად ბრალი კიდევ 5 პირს წარედგინა.

„თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა. საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ დაჭრას. თუმცა, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები მხოლოდ მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა.


close დახურვა