სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების 2 საქმის შესწავლა დაასრულა, რის შედეგადაც ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.
სააგენტოს ცნობით, 2020 წლის განმავლობაში, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, 14 პაციენტის შემთხვევის შესწავლა დაიწო. აღნიშნული შემთხვევებიდან 11 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების საკითხს ეხება.
რომელი პაციენტების გარდაცვალებას ეხება აღნიშნული ორი საქმე, უწყებაში არ აკონკრეტებენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.