logo

კოვიდ-19-ის ახალი ტალღის გამო, ჩინეთმა მგზავრობაზე შეზღუდვები გაამკაცრა

17 ივნ 202013:36
3 წუთის საკითხავი
clock 256
hqe1rxyf719x2b4.jpg

კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ მგზავრობაზე შეზღუდვები გაამკაცრა. პეკინის 27 რაიონი მაღალი რისკის ზონად გამოცხადდა და ადგილობრივებს მისი დატოვება აეკრძალათ.

9 ივლისამდე მკვეთრად შემცირდა სარკინიგზო და ავიარეისების რიცხვიც. პეკინის საერთაშორისო აეროპორტებში ათას 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა.  

ბოლო 24-ს საათში ჩინეთის დედაქალაქში ვირუსის ახალი 31 შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირების საერთო რიცხვი ერთ კვირაში 137-მდე გაიზარდა. ვითარების გაუარესების გამო, შეწყდა სასწავლო პროცესი, ასევე დაიხურა საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზებიც.  

close დახურვა