22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კოლინ ფერტმა და ლივია ჯიუ-ჯოლიმ განქორწინება გადაწყვიტეს. ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობისა და დოკუმენტური ფილმების იტალიელი პროდიუსერის დაშორების შესახებ ერთობლივი განცხადება მათმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი განცხადებით, განქორწინების მიუხედავად, წყვილი ახლო მეგობრებად რჩება. 59 წლის კოლინ ფერტს და მის ყოფილ მეუღლეს 2 ვაჟი ჰყავთ.
კოლინ ფერტმა და ლივია ჯიუ-ჯოლიმ განქორწინება გადაწყვიტეს
14 დეკ 201915:00
3 წუთის საკითხავი