კოლუმბიის ხელისუფლებამ ბოგოტაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. მიზეზი დედაქალაქში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებია.
მოსახლეობა საპენსიო და საგადასახადო რეფორმას, სახელმწიფო კომპანიების პრივატიზებას და მინიმალური ხელფასის შესაძლო ცვლილებას აპროტესტებს. აქციების დასაშლელად სამართალდამცველები ცრემლმდენ გაზს იყენებენ.
არეულობასთან დაკავშირებით, კოლუმბიის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა. ქვეყნის ლიდერის თქმით, ვითარების დეესკალაციის მიზნით, ის მომავალი კვირიდან ეროვნულ დიალოგს დაიწყებს.