logo
ENG



კომენდანტის საათის დროს მაღაზიის თანამშრომლებმა სახლებში დროულად წასვლა ვერ მოასწრეს

01 აპრ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

კომენდანტის საათის პირველი ღამე -  საღამოს 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე შეწყდა. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები კი მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში  მოძრაობდნენ და მოქალაქეებს ამოწმებდნენ.

აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათს გაუგებრობების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლებმა სახლებში დროულად წასვლა ვერ მოასწრეს და 2 საათის განმავლობაში ქუჩაში დარჩნენ. სავაჭრო ობიექტთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომელიც გარეთ დარჩენილი მოქალაქეების გადასაყვანად შესაბამის ნებართვას ელოდებოდა. დგილზე მისულ "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თვითმხილველმა უამბო, რომ ქუჩაში დარჩენილი მაღაზიის სამი თანამშრომლის დასახმარებლად ჯერ, 112-ში, შემდეგ კი მთავრობის ცხელ ხაზზე დარეკა, საბოლოოდ ის ეკონომიკის სამინისტროსთან გადაამისამართეს. მაღაზიის თანამშრომლები საპატრულო პოლიციამ სახლებში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის წაიყვანა. 
"პატრულს არ აქვს უფლება გადაიყვანოს, სახლებში მიიყვანოს. მე პრეტენზია პოლიციასთან კი არ მაქვს, ამ არასამართლებრივ სისტემაზე. დავრეკე 11-ში რომ გზა მოგვენახა და მიდის საქმის გარკვევა",-აღნიშნა თამარ დადიანმა. 

close დახურვა