logo
ENG



კომენდანტის საათის მეორე დღე - ვითარებას პოლიცია აკონტროლებს

02 აპრ 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.

გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებს შეზღუდვებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმები. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კომენდანტის საათი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ 21 მარტს მიიღო და ის ზალაში პირველი აპრილის 08:00 საათიდან შევიდა. 


close დახურვა