სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 11 თებერვალს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებაზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი.
"გამოძიებით დგინდება, რომ შპს მე-4 პოლიკლინიკის დირექტორი, შპს მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს ოჯახის მკურნალის ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ვადით.