ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში შექმნილი სიტუაციის დასტაბილურებისთვის, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორი დახმარებას შესაბამისს უწყებებს სთხოვს. მოლაპარაკებების 5 თვიანი პროცესი კომპანიასა და მოსახლეობას შორის უშედეგოდ დასრულდა, რასაც კომპანიის დირექტორი გარკვეული ჯგუფების ინტერესებს უკავშირებს.
სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა, თემაზე მოლაპარაკებები კი დღეს უშედეგოდ დამთავრდა.