logo
ENG



კონგრესმენი: ოცნების ლიდერის მუქარა შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს, არა აშშ-ის პარტნიორს

24 ივლ 202400:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/24/46ti6ft4ewticpg.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ თომას კინის თქმით, რუსული კანონის პროტესტის პარალელურად ქართული ოცნების კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა "კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს, არა აშშ-ის ახლო პარტნიორს".

მისი თქმით, ქართული ოცნების ლიდერი თავის გამოსვლაში "სასტიკი შურისძიებით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს". საუბარია ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაზე, როდესაც მან სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები და კონსპირაციული თეორიები გააჟღერა.

კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის წინ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია და "მოუთმენლად ელის", როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ასეთ ქმედებებს.

"უცხოური აგენტების კანონზე გაცხარებული დებატების დროს ქართული ოცნების ლიდერი თავის გამოსვლაში სასტიკი შურისძიებით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს. კარგად შეესაბამებოდა [ეს მუქარა] უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს.

მე მოუთმენლად ველი, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ასეთ ქმედებებს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე, ოქტომბერში.

ოქტომბერში იმედის ადგილი არის როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაშიც. მე მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელის უფრო ახლო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არ სურთ საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება", - თქვა მან.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა. მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია. 


close დახურვა