რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება.
კონგრესმენი შესაბამის განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს. მუნი კენჭისყრის ჩატარებას დადებითად აფასებს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს რესპუბლიკა ერთგულია საარჩევნო რეფორმისადმი და ამტკიცებს ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო პლურალიზმს შეუწყობს ხელს. აშშ - საქართველოს პარტნიორობა ძლიერდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის" , - წერს მუნი.