შეერთებული შტატების კონგრესში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცესის ფარგლებში, პირველი საჯარო მოსმენა გაიმართა. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში ჩვენებები უკრაინაში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, უილიამ ტეილორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმორმადგენელმა, ჯორჯ კენტმა მისცეს. ამერიკელმა დიპლომატმა კონგრესს, მანამდე უცნობი სატელეფონო საუბრის შესახებ აცნობა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის მეორე დღეს, ევროკავშირში ამერიკის ელჩს ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიების დაწყების შესახებ გამოჰკითხა. თავიანთ გამოსვლებში, როგორც კენტმა, ისე ტეილორმა ხაზი გაუსვეს დიპლომატების რეპუტაციისთვის მიყებენებულ ზიანს, რაც ტრამპის და მისი გუნდის ქმედებებით იყო გამოწვეული. საიმპიჩმენტო გამოძიება შეერთბულ შტატებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. დემოკრატები დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ყველა წინა მოსმენა დახურულო იყო.