logo
ENG



კონგრესში ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესის ფარგლებში მორიგი მოსმენა გაიმართა

20 ნოე 201908:29
3 წუთის საკითხავი
 
nu5z4u5q1j8hb33.jpg

შეერთებული შტატების კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესის ფარგლებში მორიგი მოსმენა გაიმართა. წამომადგენელთა პალატაში ამჯერად კურტ ვოლკერს მოუსმინეს. უკრაინაში ამერიკის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, მას დროულად უნდა გაეაზრებინა, რომ პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება, კიევზე ზეწოლის მიზნით განახორციელა. მისი თქმით, მას არასდროს მიუღია მონაწილეობა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოწოდებებში. მანამდე კონგრესში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელსაც მოუსმინეს, რომელმაც უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო და დონალდ ტრაპის პირადი ადვოკატი, რუდოლფ ჯულიანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ქმედებები ძირს უთხრიდა ამერიკის პოლიტიკას უკრაინაში. დონალდ ტრამპმა მოსმენის მონაწილეები ტვიტერის საშუალებით უკვე გააკრიტიკა.

 

 

 


close დახურვა