logo
ENG



კონკრეტული ბრალდებულები ძიებას ამ დრომდე არ დაუსახელებია - შაქარაშვილის საქმე

16 ივლ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

18 ივნისის საბედისწერო დაბადების დღის სტუმრები, გიორგი შაქარაშვილის მეგობრები, - ყველა მათგანი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს. მოწმეების უმრავლესობა შენობას ისე ტოვებდა,რომ ჟურნალისტებთან არც გაჩერებულა, მედიის შეკითხვებს მხოლოდ ერთმა მათგანმა უპასუხა და თქვა,რომ გამომძიებლებმა ვიდეოკადრები აჩვენეს. 

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ რომ, დაკითხვები დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ბრალის კონკრეტული პირებისთვის წარსადგენად მიმდინარეობს. საქმე დამძიმდა,თუმცა კონკრეტული ბრალდებულები ძიებას ამ დრომდე არ დაუსახელებია. ძიებას ვადები ეწურება, ამიტომ ადვოკატები ეჭვობენ, რომ შსს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით საქმეს დამოუკიდებლად აწარმოებს, რომ დროში ჩაეტიოს. იმის გამო რომ საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებული ამ დრომდე არ ჰყავს, ადვოკატებს შესაბამისი საქმის მასალებიც არ გადასცემიათ.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა