კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა.
როგორც „ფორმულასთან“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, გამსახურდია ამ თანამდებობას 2019 წლის ნოემბრიდან იკავებს.
კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებით შეირჩა.