ერთად უფრო ძლიერები ვართ - ამ სახელწოდებით მიმდინარე კამპანიაში შეფმა კონსტანტინე თედელურმა სადილი მოამზადა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიტანა.
მისი თქმით, კამპანია გაგარძელდება და კლინიკაში მომავალ ორშაბათსაც მივლენ.
„ჩემი შიშველი ხელებითა და რეცეპტორით გადავწყვიტე ექიმებს გევრდით დავდგომოდი, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით და უვადო დროით ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად გვიდგანან გვერდით. გადავწყვიტე ჩემი მცირეოდენი კერძებით ცოტა ხანი გავახალისო და მოვუხსნა ეს სტრესი“, - განაცხადა თედელურმა.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლანა ეზიაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ექიმებმა საზოგადოების გვერდში დგომა იგრძნონ.
„ჩვენ ვიბრძით თითოეული ინფიცირებულის სიცოცხლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიგრძნოთ, რომ არ ვართ მარტო ამ ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ მთელი საზოგადოება ერთად ვდგავართ“, - აღნიშნა ეზიაშვილმა.