logo

კონსტიტუცია არცერთი დღით არ უნდა დაირღვეს - ლელოს სარჩელი სასამართლოში

clock 22 მაი 202020:07

„კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, არც ერთი დღით“ - ამ პოზიციით მოტივირებული სარჩელი მოამზადა მოძრაობა „ლელომ“ და სასამართლომ ის უკვე წარმოებაში მიიღო.

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ხალხის ზრუნვის მოტივით კონსტიტუციის დარღვევა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები.

ავტორიტარიზმისკენ სწრაფვის გარდა, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ოპონენტები ორმაგ სტანდარტებშიც ადანაშაულებენ. მათი თქმით, კანონში ცვლილებები არ შევიდა მაშინ, როცა ამის საჭიროება რეალურად არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომლის მიხედვითაც მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა