logo
ENG



კონფლიქტოლოგი: არ მგონია, რომ აფხაზეთი თანამშრომლობაზე წამოვიდეს

02 აპრ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

კონფლიქტოლოგები ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უფრო მეტი პაციენტის მიღება მოგვიწევს.

გიორგი კანაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით, აფხაზები, გახმაურების გარეშე, მზად არიან დახმარების მისაღებად.

"ვფიქრობ დროის ამბავია. შეეცდებიან, რომ დამალონ. თან შესაბამისი ტექნიკაც არ აქვთ ხშირად. აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცებს ვერ მიხვდნენ. არ მგონია, რომ თანამშრომლობაზე წამოვიდნენ, თუ რამე კატასტროფა არ მოხდება", - განაცხადა კანაშვილმა


close დახურვა