საგანგაშო კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში და ხელისუფლება, რომელიც ამ მხრივაც არაფერს აკეთებს მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ. ექიმების ტონი გამკაცრდა. გაჩნდა ახალი ტერმინი - კორონაგენოციდი, კორონავირუსის გამო 24 საათში 49 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია 6000-ზე მეტი, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და მთავრობას სავალდებულო აცრაზე გადასვლა, როგორც ჩანს პოპულისტური მოსაზრებებით არ სურს. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ნაცად იარაღს, მოქალაქეების სახლში გამოკეტვას, ისევ პოლიტიკური ინტერესების მიხედვით გამოიყენებს.
კორონაგენოციდი - მედიკოსების საგანგაშო პროგნოზი
03 ნოე 202120:43
3 წუთის საკითხავი