logo
ENG



კორონადიქტატურის მოდელს გვთავაზობენ - სამუშია არჩევნების გადადებაზე

14 ივნ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება აგონიაშია და ყველაფერზე მიდის, - აცხადებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ასეთი მწვავე შეფასება მოჰყვა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით. 

„თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კორონადიქტატურას ამყარებს, რაც არ გამოუვა.

„გამოიყვანეს კობახიძე, ვითომ მისი ნააზრევია. ეს რეალურად არის ოცნების ნააზრევი - იციან, რომ მარცხდებიან არჩევნებში. შანსი არ აქვთ მოგების და აქედან გამომდინარე, ცდილობენ მიიტაცონ ხელისუფლება, კორონადიქტატურის მოდელს გვთავაზობენ", - ამბობს ლევან სამუშია.

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დანიშვნის თარიღს. ანზორ ბიწაძის თქმით, მმართველმა ძალამ იცის, რომ მარცხდება და ასე ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

პანდემიით სპეკულირება ოცნებას სურს და ეს არაერთხელ გამოიკვეთა. პირველ რიგში, მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პროცესს, არჩევნების თარიღის დანიშვნის პროცესს. ნებისმიერი თარიღის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ და „ქართული ოცნება“ პარლამენტში მიიღებს, მინიმუმ, 90 ოპოზიციონერს, ამიტომაც ისინი თავად გადავლენ ოპოზიციაში", - ამბობს ანზორ ბიწაძე.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა - მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად შესაძლებელია, რომ არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.


close დახურვა