logo
ENG



კორონავირუსით დაინფიცირებული 3 ახალი პაციენტი ახალ კლასტერს განეკუთვნება

20 მარ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაინფიცირებული 3 ახალი პაციენტი ახალ კლასტერს განეკუთვნება - განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სამივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და ისინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდნენ.

"ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ასევე ჩვენ გავქვს სავარაუდო ახალი შემთხვევა, რომელიც იმყოფება აჭარაში და აჭარის ჯანდაცვის მინისტი დღის ბოლოს მოგახსენებთ ინფორმაციას",-განაცხადა ეკატერინე ტიკარძემ.


close დახურვა