logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 თებ 202211:29
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსით ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.93%. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარა - 371, იმერეთი - 1 019, ქვემო ქართლი -309, შიდა ქართლი - 427, გურია - 293, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 468, კახეთი - 402, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 67. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.


close დახურვა