logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 456-მდე გაიზარდა

25 აპრ 202010:24
3 წუთის საკითხავი
 
isk8u76e8se5v57.jpg

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. 

456 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი,  გარდაცვლილია - 5. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში  4949 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  555 პაციენტი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა