საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და ჯამურად, 921-ს მიაღწია.
ერთით გაიზარდა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ ეტაპზე ვირუსისგან განკურნებულად 781 ადამიანი მიიჩნევა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ვირუსისგან საქართველოში 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ კოვიდ-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.