logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 455 ახალი შემთხვევა

09 სექ 202110:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 455 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

ბოლო 24 საათში 24 670 აცრა ჩატარდა. სრულად აცრილია მოსახლეობის 18,%.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან, განაწილება თბილისსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 890 
  • აჭარა - 249
  • იმერეთი - 342
  • ქვემო ქართლი - 170
  • შიდა ქართლი - 142
  • გურია - 92
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219
  • კახეთი - 211
  • მცხეთა-მთიანეთი - 67
  • სამცხე-ჯავახეთი - 50
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23

close დახურვა