23 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევიდან 1034 თბილისში გამოვლინდა. 320 დადასტურებული შემთხვევაა აჭარაში, 258 კი - იმერეთში.
დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია:
- ქვემო ქართლში - 107;
- შიდა ქართლში - 68;
- გურიაში - 12;
- სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49;
- კახეთში - 37;
- მცხეთა-მთიანეთში - 36;
- სამცხე-ჯავახეთში - 18;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.
საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 412.