კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ვროპარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გადადებისა ან გაუქმების მიზეზი გახდა. ეპიდემიის პრევენციის მიზნით, ევროპის პარლამენტში აღარ გაიმართება საჯარო საკომიტეტო მოსმენები, სემინარები, ვიზიტები და გამოფენები.
შემცირდა პლენარული სესიის დღის წესრიგი, რის გამოც დღის წესრიგიდან ამოღებულია საქართველოს საკითხის განხილვაც.
შეგახსენებთ, საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვა ევროპარლამენტში დღეს იგეგმებოდა. უცნობია ასევე საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრსის თარიღიც.
