კორონავირუსის მართვის მიზნით, სამედიცინო ფაკულტეტის 1 844 სტუდენტმა სწრაფი კურსი გაიარა და ისინი უკვე გადამზადებული არიან.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ სტუდენტებისთვის გადამზადების კურსი სპეციალურად შეიმუშავა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.
სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემატურად გაგრძელდება.